ბანკომატები
იხილეთ ლიბერთის ბანკომატები
დღეიდან, ლიბერთის ‘ტოპ|ქარდის’ მომხმარებლებისთვის ‘ელიტ ელექტრონიქსის’ ტექნიკის მაღაზიათა ქსელში აქცია დაიწყო. ერთობლივი აქციის ფარგლებში, 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ‘ტოპ|ქარდით’ ‘ელიტ ელექტრონიქსში’ ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შეძენისას, შესაძლებელი იქნება გადახდილი თანხის 12 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%) გადანაწილება - შეძენილი ნივთის საფასურს არ დაემატება საკომისიო.
12 თვეზე უპროცენტო გადანაწილების შეთავაზება ვრცელდება როგორც ‘ელიტ ელექტრონიქსის’ ფილიალებში, ასევე ‘ტოპ|ქარდით’ ონლაინ შეძენისას www.ee.ge -ზე.
აქციით სარგებლობა შეუძლია როგორც ‘ტოპ|ქარდის’ არსებულ მომხმარებელს, ასევე მათ, ვინც აქციის პერიოდში აიღებს ბარათს - მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ ‘ტოპ|ქარდით’, მისი აღება შეუძლიათ როგორც ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, ასევე ‘ელიტ ელექტრონიქსში’ - ლიბერთის განვადების მენეჯერებთან. ბარათის აღება შესაძლებელია დისტანციურადაც, ახალი ვებ გვერდის საშუალებით: https://libertycredit.ge/ ან ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის სახით.
რა არის ტოპ|ქარდი:
ტოპ|ქარდი არის გადანაწილების/განვადების ბარათი. ბარათზე დამტკიცებული ლიმიტი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, გაანაღდო, გადარიცხო, გადაიხადო კომუნალური გადასახადები და დახარჯული თანხა დაფარო ნაწილ-ნაწილ.
ტოპ|ქარდი გაიცემა 18-დან 70 წლამდე ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი: ხელფასი, იჯარა, გზავნილი და ა.შ. ბარათის განაცხადის გაკეთება შეგიძლია ონლაინ, ჩვენს ვებ-გვერდზე, ლიბერთის ფილიალებში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განვადების მენეჯერებთან.
ტოპ|ქარდის ლიმიტია 250 ლარიდან 15 000 ლარამდე. დამტკიცებული ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია შენს შემოსავლებსა და საკრედიტო ისტორიაზე.
ტოპ|ქარდის აღება უფასოა, ამასთან ბარათს არ აქვს წლიური მომსახურების საკომისიო.